07, ივლისი 2021 10:39:00
TV25-ის რეპორტაჟის შემდეგ, მახუნცეთის საჯარო სკოლის პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, დისციპლინარულმა კომიტეტმა, შიდა მოკვლევისას, ფაქტებზე დამყარებით დაადგინა, რომ პედაგოგი მოსწავლეებზე ძალადობდა, რის გამოც მას თანამდებობა დაატოვებინეს. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, ლიანა გორგილაძეს 23 ივნისს ჩაბარდა.
შეგახსენებთ, გორგილაძეს, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, შვილზე, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. დალი ბარამიძის ამტკიცებდა, რომ მასწავლებელმა, მოზარდს, თავში წიგნი ჩაარტყა.